სტალკერი/მკვლევარი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ფინჰაბ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სტალკერის (მკვლევარის) პოზიციაზე,  რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ბაზებიდან მონაცემების მოძიებას, გადამოწმებასა და სტრუქტურირებულ დამუშავებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი,10:00 -18:00;
ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები

  • ღია და სპეციალიზებული წყაროებიდან, ციფრული ბაზებიდან და სოციალური მედიიდან საჭირო მონაცემთა მოძიება და დამუშავება;
  • მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, გაანალიზება და სტრუქტურირებული ანგარიშების მომზადება;
  • მონაცემებს შორის ფარული კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა;
  • ინფორმაციის მოძიების პროცესში საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ანალიტიკური აზროვნება, კომპლექსური მონაცემების გაანალიზებისა და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი;
  • საძიებო სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ონლაინ ინსტრუმენტების სიღრმისეული ფლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოპოვებული მონაცემების ზუსტი აღრიცხვა და მოწესრიგება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!