ჩვენს შესახებ:
„ფინჰაბ ჯორჯია“ საერთაშორისო ფინანსური ჰოლდინგის წევრი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 5 ქვეყანაში ოპერირებს.
კომპანია საქართველოში ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას და მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ პირობებს დავალიანების დაფარვის და ფინანსური ვალდებულებების მოგვარების მიზნით.
„ფინჰაბ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პორტფელის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები
- ვადაგადაცილებული კლიენტების/მსესხებლების მართვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია;
- კლიენტებისთვის დავალიანების დაფარვის ოპტიმალური გზების შეთავაზება და შესაბამისი გადახდის გეგმის შეთანხმება;
- არსებული დებიტორული პორტფელის მონიტორინგი და გადახდების კონტროლი;
- პრობლემური აქტივების პორტფელის ეფექტიანი მართვა და დასახული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება დავალიანების დაფარვის, გადახდის გრაფიკის ცვლილებისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება;
- რესტრუქტურიზაციის პროცესის ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადებისა და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი;
- თითოეული ქეისის შესახებ ინფორმაციის დროული და სრულყოფილი ასახვა შესაბამის სისტემაში;
- შესრულებული სამუშაოს, მოლაპარაკებებისა და შედეგების შესახებ ყოველდღიური/პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- სამართლებრივ და სხვა შესაბამის უწყებებთან, აღმასრულებლებთან და პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- პრობლემურ ქეისებთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- კომპანიის შიდა პროცედურების, პოლიტიკებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება — სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ან სამართლის მიმართულებით;
- ძლიერი მოლაპარაკებისა უნარები;
- დამარწმუნებელი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
- რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში ეფექტიანად მოქმედების უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი დისციპლინირებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას 700 ₾ + ყოველთვიურ ბონუსს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს.